23 სექტემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ღაზის სექტორში ისრაელის მიერ სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედროების მიერ სკოლის შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 7 ადამიანი. ისრაელის მედია წერს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ განიხილავს გეგმას ჩრდილოეთ ღაზიდან ყველა მშვიდობიანი პალესტინელის გაყვანაზე, მათ შორის ქალაქ ღაზიდან, რათა "ჰამასის" წინააღმდეგ ალყის ტაქტიკის გამოყენებით აიძულონ ისინი მძევლები გაათავისუფლონ.

მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს ისრაელის გადაწყვეტილება, "ალ-ჯაზირას" ბიუროს დახურვის მიზნით, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე შეიარაღებული ჯარისკაცების გაგზავნის შესახებ.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვა ამბობს, რომ ისინი შემდგომ ნაბიჯებს "ჰეზბოლას" წინააღმდეგ "მომდევნო დღეებში" გადადგამენ.

 

დღის ამბები