28 სექტემბერი 2024,   14:24
ვრცლად
სამეთაურო-საშტაბო სწავლებაETERNITY 2024 დასრულდა

სამეთაურო-საშტაბო სწავლება ეთერნითი ((ETERNITY)) 2024 დასრულდა. ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს.

სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები