30 სექტემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ბეირუთში, ისრაელის ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად ტერორისტული ორგანიზაციის სამი ლიდერია ლიკვიდირებული

ისრაელის ძალებმა ბეირუთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე მრავალ სართულიან საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. შემთხვევის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია "პალესტინის გათავისუფლების ფრონტის" სამი ლიდერია ლიკვიდირებული.

ისრაელის მხარეს ლიბანზე დარტყმის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. მედიის ცნობით, ოთხი წლის განმავლობაში, ეს ლიბანის დედაქალაქზე ისრაელის მიერ განხორციელებული პირველი სარაკეტო იერიშია.

პარალელურად, გამოცემა Le Parisien-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჰასან ნასრალას ლიკვიდაციაში ისრაელს ირანელი მაღალჩინოსანი დაეხმარა. გამოცემის ინფორმაციით, ირანელმა ორმაგმა აგენტმა, "მოსადს" მიაწოდა ინფორმაცია ნასრალას დაგეგმილი ვიზიტის და მისი ადგილსამყოფელის შესახებ, რის შედეგადაც ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერის ლიკვიდაცია მოხერხდა.

დღის ამბები