საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია, თბილისში, საქართველოს გენერალური ასამბლეის 65-ე შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაში საერთაშორისო ექსპერტები და განათლების სფეროს პოლიტიკის შემქმნელები მონაწილეობენ. საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით, არაერთი საერთაშორისო კვლევა ტარდება, რომელშიც, ამ ეტაპზე, ჩართულია 100 ქვეყანა, მაშ შორის - საქართველოც.
"საგანმანათლებლო მიღწევების ასოციაცია, რომლის ეგიდითაც ტარდება გენერალური ასამბლეა, შეიძლება ითქვას, ყველაზე ცნობილი ასოციაციაა განათლების სფეროში, სადაც გაერთიანებულია ასზე მეტი ქვეყანა და საქართველო, ბუნებრივია, ამ დიდი ოჯახის წევრია, უკვე 2005 წლიდან. ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო კვლევები, სწორედ ამ ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული,“ - აცხადებს საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი.