02 ოქტომბერი 2024,   16:27
ვრცლად
45 დაღუპული და ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგული - ჯიბუტის სანაპიროსთან მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა

აღმოსავლეთ აფრიკაში, ჯიბუტის რესპუბლიკის სანაპიროსთან, მიგრანტების ორი ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა და ათობით მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიგრანტების ნავები იემენიდან გამოვიდნენ, ორივე ნავის ბორტზე, ჯამში, 310 ადამიანი იმყოფებოდა.

ჯიბუტის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ყოველდღიურ რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის 61 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

დღის ამბები