02 ოქტომბერი 2024,   16:38
ვრცლად
რუსეთის ჯარები თითქმის სრულად აკონტროლებენ უკრაინის სტრატეგიულ ქალაქ ვუჰლედარს - BBC

რუსეთის ჯარები თითქმის სრულად აკონტროლებენ უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე სტრატეგიულ ქალაქ ვუჰლედარს, რომელსაც უკრაინული ძალები მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან იცავდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

DeepState-ის ანალიტიკოსები, რომლებიც უკრაინის ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს უწევენ მონიტორინგს, განმარტავენ, რომ რუსეთის ჯარებმა ქალაქი დაიპყრეს, თუმცა ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ორ წელზე მეტია, რუსეთი ამ ქალაქის აღებას ცდილობს, რათა ჩრდილოეთისკენ წაიწიოს და მიაღწიოს რეგიონულ სატრანსპორტო ცენტრებს, როგორიცაა კურახოვო და პოკროვსკი.

BBC-ის ცნობით, კრემლის მომხრე სამხედრო ბლოგერებმა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც რუსი ჯარისკაცები, დროშებით ხელში, ვუჰლედარის სხვადასხვა შენობის სახურავებზე დგანან.

 

 

დღის ამბები