22 დეკემბერი 2024,   09:14
ვრცლად
P Diddy-ის ასობით ბრალდებას შორის არის 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის საქმეც - რა ახალი დეტალები გაასაჯაროვა ადვოკატმა

P Diddy-ს ბრალად ედება 9 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობა - ამის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე მსხვერპლების მთავარმა ადვოკატმა ტონი ბაზბიმ და მისმა გუნდმა განაცხადეს. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე, P Diddy-ს წინააღმდეგ, აშშ-ის მასშტაბით შესულ 3 800-მდე სარჩელს ამოწმებენ.

ბაზბი აპირებს თავად შეამოწმოს ყველა სამოქალაქო სარჩელი, ვიდრე ისინი გამოძიებას გადაეცემა, სარჩელებში კი შონ კომბს, იგივე  P Diddy-ს შემდეგ საქმეებზე ადანაშაულებენ: სექსუალური თავდასხმა და გაუპატიურება, სექსუალური შევიწროვება, კონტროლირებადი ნივთიერებით სექსუალური იძულება, პროსტიტუციაში ჩათრევა, ვიდეოჩანაწერების გავრცელება და არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობა.

 

Tony Buzbee, second from left, holds a news conference announcing the new allegations

 

ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის გადამოწმებულია 120 სარჩელი და ისინი ოფიციალურად მიღებულად ითვლება. ტონი ბაზბის ინფორმაციითვე, მიღებული საჩივრების ნახევარი მამაკაცებისგან, მეორე ნახევარი კი ქალებისგან არის შემოსული. მოსარჩელეების 62%  საკუთარ თავს აფროამერიკელებად, 30% კი თეთრკანიანებად აიდენტიფიცირებს. 120-დან 25 კლიენტმა განაცხადა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის მომენტში, ისინი არასრულწლოვნები იყვნენ.

სავარაუდო დანაშაულებრივი თავდასხმები, ბოლო 25 წლის განმავლობაშია ჩადენილი. მსხვერპლთა ადვოკატის თქმით, მათი უმრავლესობა 2015 წლიდან ჩაიდინეს.

ტონი ბაზბის თქმითვე, ადვოკატებმა კლიენტებისგან მიიღეს ნივთმტკიცებები ფოტო და ვიდეო-მასალებისა და ტექსტის სახით, რომლებიც საჩივრების შინაარსს ამტკიცებს.

ადვოკატმა გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ მის ოფისში 3 200-მდე ზარია შესული P Diddy-ის სავარაუდო მსხვერპლებისგან. მათი გუნდი საჩივრების გადმოწმებით არის დაკავებული. ასევე, მათთან ერთად მუშაობს ყოფილი დეტექტივი ჰიუსტონის პოლიციიდან, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებებში ჩადენილი დანაშაულობების მიმართულებით.

"დანაშაულობების უმეტესობა ჩადენილი იყო წვეულებებზე ან წვეულებების შემდეგ, ახალი ალბომის პრემიერების წვეულებებზე, ახალი წლის წვეულებებზე და ასევე ე.წ. თეთრ წვეულებებზე," - განაცხადა ტონი ბაზბიმ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატის თქმით, სავარაუდო მსხვერპლების უმეტეს რაოდენობაზე გადამწყვეტი როლი სწორედ ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებას ჰქონდა. მან ასევე დაასახელა ნივთიერების სახელწოდებაც და აღნიშნა, რომ ნივთიერებას ცხენების ტრანკვილიზაციისთვის იყენებენ.

 

Sean

 

"როგორც წესი, მსხვერპლს იტყუებდნენ ისეთ ვითარებაში, სადაც სთავაზობდნენ სასმელს. სასმელში სხვა ნივთიერების გარევა ხდებოდა. როგორც კი ნივთიერება იწყებდა ზემოქმედებას, მსხვერპლზე იწყებოდა სექსუალური ძალადობა, მას უშვებდნენ წრეზე და სანამ სხვა პიროვნებები პროცესს აკვირდებოდნენ, მსხვერპლზე მიმდინარეობდა როგორც ვაგინალური, ასევე ანალური ძალადობა", - განაცხადა ადვოკატმა.

თუ მსხვერპლები აღნიშნული სასმელის მიღებაზე უარს აცხადებდნენ, მათ წვეულებებიდან აგდებდნენ. ირკვევა, რომ თუ მსხვერპლები დახმარებას ითხოვდნენ, მათზე მიმდინარეობდა ფიზიკური ან ფინანსური მუქარა, ასევე გადაღებული ვიდეო-ფოტო მასალებით შანტაჟი.

"კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც დანაშაულის ჩადენისას 26 წლის იყო, მისტერ კომბსმა და რამდენიმე პიროვნებამ აეროპორტიდან აიყვანეს, ავტომობილში მას სასმელი დაალევინეს. მსხვერპლმა მეორე დღეს ტკივილებით და ანალური და ვაგინალური დაზიანებებით გაიღვიძა, ხოლო წინა დღით მომხდარი მოვლენები არ ახსოვდა," - განმარტა ადვოკატმა.

როგორც ცნობილი ხდება, დანაშაულებრივი ქმედებები ხდებოდა გასაუბრებებზე და ხმის ჩამწერ სტუდიაშიც.

 

 

ადამიანებს, რომლებსაც მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრება სურდათ, აიძულებდნენ სექსუალური მომსახურებით დაკავებულიყვნენ, ჰპირდებოდნენ მათ ვარსკვლავად ქცევას და P Diddy-სთან კონტრაქტებით გაფორმებას.

ადვოკატ ტონი ბაზბის ყველაზე უმცროსმა კლიენტმა განაცხადა, რომ ის 9 წლის იყო, როდესაც მასზე P Diddy-მა სექსუალურად იძალადა.

"ეს ადამიანი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სანაცვლოდ, მას და მის მშობლებს კონტრაქტს დაპირდნენ, რომელიც მუსიკალური ალბომის ჩაწერას გულისხმობდა," - განაცხადა ადვოკატმა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ კომბსის (P Diddy) წინააღმდეგ თავდასხმების საქმეზე მოპასუხედ დაინიშნენ, მრავალი სხვა მაღალი თანამდებობის პირებიც, ასევე ბანკები, სასტუმროები და ფარმაცევტული კომპანიები. ადვოკატის განცხადებით, კორპორატიულ სტრუქტურებზე თანხა ქეშად იყო გადახდილი.

ადვოკატთა გუნდის განცხადებით, ყველა პირის მიმართ, ვინც ჩართული იყო დანაშაულებში, ხელს აფარებდა შონ "დიდდი" კომბსს, იყვნენ დანაშაულების მოწმეები ან თანამონაწილეები, ყველას მიმართ, ვინც მას დანაშაულის დაფარვაში ეხმარებოდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა მათზეც გავრცელდება.

"დადგება დღე, როდესაც ჩვენ არა მარტო შონ კომბსს,  არამედ ბევრ სხვა ადამიანს დავასახელებთ. სია უკვე დიდია," - ამბობს ტონი ბაზბი.

ასობით მსხვერპლის მთავარი ადვოკატის განმარტებით, სარჩელი არ იქნება კოლექტიური და ის 30 დღის განმავლობაში დაიწყებს ყველა სარჩელის სათითაოდ შეტანას, თითოეული სარჩელი ცალკე საქმედ იქნება მიღებული წარმოებაში. სასამართლო პროცესები ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში გაიმართება.

 

ნახეთ ასევე: ეკუთვნის თუ არა Amazon-ზე გამოქვეყნებული მემუარები P Diddy-ს გარდაცვლილ პარტნიორს - რას წერს ამერიკული მუსიკალური გამოცემა Rolling Stone

რა არის ცნობილი P Diddy-ს ბრალდებების შესახებ - სასამართლო საქმის მიმდინარეობის ქრონოლოგია

დღის ამბები