03 ოქტომბერი 2024,   19:11
ვრცლად
4 შვილის დედა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა გარდაცვლილი იპოვეს - შემთხვევა აშშ-ში მოხდა

აშშ-ში, მისურის შტატში, 4 შვილის დედა, რომელიც 6 თვის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

ჯეფერსონის ოლქის შერიფის ოფისის განცხადებით, 33 წლის ემილი სტრაიტის ცხედარი, რომელიც 20 აპრილიდან დაკარგული იყო, სენტ-ლუისის სამხრეთ-დასავლეთით, მისურის შტატიდან, დაახლოებით 45 მილის დაშორებით იპოვეს.

პოლიციის ინფორმაციით, ტყეში ნაპოვნი ცხედრის ვინაობის დასადგენად სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ ის უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 33 წლის ემილი სტრაიტს ეკუთვნოდა.

შერიფის ოფისის განცხადების თანახმად, ამ ეტაპისთვის ქალის გარდაცვალების მიზეზი დაუდგენელია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათი განმარტებით, უნდა გამოიძიონ როგორ მოხდა ქალის ცხედარი იმ ადგილას, სადაც ის იპოვეს.

დღის ამბები