06 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ზესტაფონი ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს - "ზესტაფონქალაქობას" აღნიშნავს

ზესტაფონი ქალაქის მთავარ სახალხო დღესასწაულს - "ზესტაფონქალაქობას" აღნიშნავს. მუნიციპალიტეტის მთავარი დღესასწაული რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

აღმაშენებლის ქუჩაზე დაგეგმილია კულტურული, შემეცნებითი, მხატვრული, მუსიკალური და საბავშვო გასართობი აქტივობები.

სადღესასწაულო ღონისძიებები ოფიციალური მიღებით დაიწყო. ასევე გაიმართება მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებული კურსდამთავრებული სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია. გამოვლინდებიან "ზესტაფონის საპატიო მოქალაქეები".

ღონისძიება, დღის ბოლოს, გალაკონცერტით დასრულდება.

დღის ამბები