08 დეკემბერი 2024,   00:51
ვრცლად
7 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდა

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდა. “ჰამასი“, გასული წლის 7 ოქტომბერს, თავს დაესხა რამდენიმე ებრაულ დასახლებას. ტერორისტებმა 251 ადამიანი აიყვანეს მძევლად. მათი ნაწილი მოგვიანებით მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლეს, თუმცა დაახლოებით ასი მძევლის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.

გამთენიისას ცნობილი გახდა ისრაელის ქალაქ ჰაიფაში, ლიბანიდან “ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შესახებ. დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი. “ჰეზბოლას“ განმარტებით, მათი სამიზნე ჰაიფაში მდებარე სამხედრო ბაზა იყო. ისრაელის თავდაცვაში კი ამბობენ, რომ დაწყებულია გამოძიება თუ რატომ ვერ შეძლო საჰაერო თავდაცვამ რაკეტების მოგერიება.

პარალელურად, ისრაელი უტევს ბეირუთის სამხრეთ ნაწილს. ცახალის მაღალჩინოსნების ინფორმაციით, მათი სამიზნე იარაღის შესანახი ობიექტებია და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ.

ამავე დროს, ახალი ოპერაციები დაიწყეს ისრაელის სამხედროებმა ჩრდილოეთ ღაზაში. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი ტერიტორიაზე “ჰამასის“ გააქტიურებაა.

დღის ამბები