07 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
“თბილისობა 2024“ რიყის პარკში საზეიმო კონცერტით დასრულდა

“თბილისობა 2024“ რიყის პარკში საზეიმო კონცერტით დასრულდა. “ქალაქური მუსიკის შედევრები“ - ამ სახელწოდებით გამართულ ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე ყველასთვის საყვარელი შემსრულებლები წარდგნენ.

ორდღიანი დღესასწაული საკმაოდ დატვირთული იყო, ქალაქის სხვადასხვა უბნებში მთელი დღის განმავლობაში არაერთი მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, საბავშვო კონცერტები, ასევე ქართველი შემსრულებლების ელექტრონული live-შოუები, გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული, ღვინისა და ტკბილეულის ფესტივალი. ამასთანავე, 5 ოქტომბერს საპატიო თბილისელებიც დააჯილდოვეს.

დღის ამბები