08 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეუწყდება - GWP

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

"8 ოქტომბერს, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ვაკის რაიონში, ბანძელაძის ქუჩა N12-თან ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 8 ოქტომბრის 10:00 საათიდან 8 ოქტომბრის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ავთო ვარაზის, ფერმწერთა (ჩიხებით შესახვევებით), თვალჭრელიძის, ამბერკი ტაბიძის, თეიმურაზ კაკულიას, ბიწაძის, შარვაძის, ლეო კვაჭაძის, ზაალიშვილის, კედრის, ბანძელაძის, ქვემო აჟარისა და ზარწემის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დღის ამბები