თბილისის 211-ე საჯარო სკოლას განათლების ახალი მინისტრი ესტუმრა. ალექსანდრე წულაძე განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე, ჯამში, 100 სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.
შეხვედრას საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.