პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გია ბარამიძის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება.
მისი თქმით, აფხაზეთის ომის დროს ისინი ტყვეების გაცვლაზე ერთად მუშაობდნენ და მას ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტის შესახებ არასდროს სმენია, თუმცა მიიჩნევს, რომ ბარამიძემ სათქმელი არასწორად ჩამოაყალიბა.
"მე და გიორგი ბარამიძე აფხაზეთის ომის დროს ერთად ვმუშაობდით ტყვეების გაცვლაზე. მე მინიშნებაც კი არ მსმენია ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტაზე და დარწმუნებული ვარ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გიორგიმ რაღაც არასწორად ჩამოაყალიბა, მაგრამ მას წიხლი ნამდვილად არ ეკუთვნის," - წერს მიხეილ სააკაშვილი.