08 აგვისტო 2026,   21:22
ვრცლად
პირველი დღიდან თითქმის ყველა ბრძოლაში ვმონაწილეობდი, სამხედრო პოლკოვნიკი ვარ და ასეთ რამეს არათუ შევსწრებივარ, არც გამიგია საერთოდ - მაიზერ გელოვანი გია ბარამიძის განცხადებაზე

გენერალურ პროკურატურაში, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვეტერანების გამოკითხვები გრძელდება. უწყებაში უკვე დაიკითხნენ აფხაზეთის ომის ვეტერანები, პაატა ზაქარეიშვილი, გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე. საქმეზე გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით მიმდინარეობს.

გია ბარამიძის სკანდალურ განცხადებებსა და ომის პერიოდში არსებულ რეალობაზე აფხაზეთის ომის ვეტერანმა, პოლკოვნიკმა მაიზერ გელოვანმა ისაუბრა.

"რაც თქვა ბატონმა ბარამიძემ, არაფერი არ შეესაბამება სიმართლეს. მე პირველი დღიდან, თითქმის ბოლომდე, ყველა ბრძოლაში ვიღებდი მონაწილეობას, სამხედრო პოლკოვნიკი ვარ და ასეთ რამეს არათუ შევსწრებივარ, არც გამიგია საერთოდ, რომ მსგავსი რამე მოხდა სადმე, რომელიმე საბრძოლო ადგილას, ან რომელიმე ქალაქში ან სოფელში

და საერთოდ, სად იყო და სად იბრძოდა თვითონ? ერთი ტყვია გაუსვრია სადმე, ოდესმე? ერთი ტყვია, რომელიმე პოზიციაზე," - აცხადებს მაიზერ გელოვანი.

დღის ამბები