"დედა და ილია" - ა-ფიფლში , გიორგი კეკელიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი UFC ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების ისტორიას ასახავს.
მოგზაურობა სოხუმიდან ჭუბერამდე, რუსთავიდან ჰალემდე და ალიკანტედან კალიფორნიამდე - როგორი იყო გზა დიდ გამარჯვებამდე, ავტორის თქმით წიგნი გათვლილია ქართველ და უცხოელ მკითხველზე. წიგნი SMH Sports- ის მხარდაჭერით გამოიცა.