13 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
“ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მფლობელი თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ

საქართველოს პირველი სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. “ნონა გაფრინდაშვილის თასის“ მფლობელი თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები გახდნენ; მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ხოლო მესამე ადგილზე საჩხერის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ.

საპრიზო ადგილებზე გასული სკოლების გუნდებს წარმატება მიულოცა განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, რომელმაც ფინალისტებს მედლები და სპეციალური პრიზები გადასცა.

დღის ამბები