"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში გრძელდება.
ამჯერად მომღერლები, მუსიკალური ბენდები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გლდანში შეიკრიბნენ. სცენიდან ისმოდა მმართველი გუნდის მხარდამჭერი მიმართვები და მოწოდება - 26 ოქტომბერს საარჩევნო უბანზე მისულმა მოქალაქეებმა არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთონ.