21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
კენიელმა მორბენალმა ქალმა ჩიკაგოს მარათონზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კენიელმა სპორტსმენმა ქალმა რუთ ჩეპნგეტიჩმა, ჩიკაგოს მარათონზე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.

ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელმაც 42,2 კილომეტრის გარბენას 2 საათი 9 წუთი და 56 წამი მოანდომა. წინა რეკორდის დრო მორბენალმა თითქმის 2 წუთით გააუმჯობესა.

წინა რეკორდი ეთიოპიელმა ტიგსტ ასეფამ შარშან, ბერლინში დაამყარა, მისი დრო 2 საათს 11 წუთსა და 53 წამს შეადგენდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 30 წლის რუთ ჩეპნგეტიჩი, ჩიკაგოს მარათონის პირველი სამგზის გამარჯვებული ქალია.

დღის ამბები