14 ოქტომბერი 2024,   23:11
ვრცლად
გულშემატკივრების ნაწილი, საქართველო - ალბანეთის მატჩს თვალს რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი დიდი ეკრანიდან ადევნებს

რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივარი საქართველო - ალბანეთის მატჩს დიდ ეკრანზე უყურებს.

ისინი, ვინც ვერ მოახერხეს ბილეთების აღება, ერთად ქომაგობენ ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც ერთა ლიგაზე ჩატარებული 21 მატჩიდან 13 აქვს მოგებული.

საქართველოს ნაკრების მეტოქეს - ალბანეთს, ბოლო ოთხიდან სამ შეხვედრაში, გოლი საერთოდ არა აქვს გატანილი, დღევანდელ მატჩში კი სამი წამყვანი ფეხბურთელი არა ჰყავთ, მათ შორის კაპიტანი.

მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

დღის ამბები