24 დეკემბერი 2024,   22:30
ვრცლად
გივი მიქანაძე წალკაში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალკაში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

წალკის №1 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში მიმდინარე მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

სკოლაში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სკოლა 645 მოსწავლეზეა გათვლილი.

დღის ამბები