10 აგვისტო 2026,   20:40
ვრცლად
ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს

ეროვნული სატყეო სააგენტო იმერეთის რეგიონში ტყის აღდგენის ღონისძიებებს აგრძელებს. მიმდინარე წელს, სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის აღდგენის პროექტი დამატებით 94 ჰექტრამდე ფართობზე განხორციელდება, რაც ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებსაც მოიცავს.

პროექტის მიმდინარეობას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ადგილზე გაეცნო.

სოფელ აჯამეთის მიმდებარე ტერიტორია და "ქუთაისის მუხნარი," სადაც "წითელი ნუსხით" დაცული იმერული მუხისა და ძელქვას სახეობები გვხვდება, ათწლეულების განმავლობაში უკანონო ჭრებისა და დაბინძურების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.

დღის ამბები