19 ოქტომბერი 2024,   02:00
ვრცლად
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს, 02:00-დან 03:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, იაკობ რაინეგსის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, კრისტიან სტივენის, შოთა რუსთაველის, ჰაინრიხ კლაპროთის, ბარონ დე ბაის, ცამეტი ასურელი მამის და მიმდებარე ქუჩებზე. 

მათივე ცნობით, 10:00-დან 15:00 საათამდე, დენი გაითიშება დაბა თიანეთში 9 აპრილის, რუსთაველის, ლაშარის, გელოვანის, სანიკიძის, ვაჟა-ფშაველას, ფიროსმანის, დუმბაძის, ხაწირის, ბეწუკელის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

ასევე, 20 ოქტომბერს 10:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი. ხოლო 14:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გველეთი, დარიალი, ლარსი. 21 ოქტომბერს 06:00-დან 08:00 საათამდე ძაბვა შეუწყდებათ მომხმარებლებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

დღის ამბები