19 ოქტომბერი 2024,   03:11
ვრცლად
100 წლის ბრაზილიელმა გინესის რეკორდი დაამყარა - მან ერთ კომპანიაში 84 წელზე მეტი იმუშავა

100 წლის ბრაზილიელმა უოლტერ ორტმანმა, ერთ კომპანიაში 84 წელი და 9 დღე იმუშავა, რითაც გინესის რეკორდი დაამყარა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

ორტმანის კარიერა 1938 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მან, ტექსტილის კომპანიაში, მიტანის თანაშემწის პოზიციაზე დაიწყო მუშაობა. უოლტერ ორტმანს პატარა ასაკიდან მუშაობა ოჯახის ფინანსური კრიზისის გამო მოუწია.

მან კომპანიის ყველაზე დაბალი კარიერული კიბიდან, მენეჯერის პოზიციამდე დაწინაურება შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში კომპანიამ რეორგანიზაცია არაერთხელ განიცადა, ორტმანი კარიერის ბოლომდე ფასეულ კადრად ითვლებოდა.

დღის ამბები