19 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
"გამარჯვებამდე 1 კვირა დარჩა! 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"გამარჯვებამდე 1 კვირა დარჩა! 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა" - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისში, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მხარდამჭრებს სიტყვით მიმართა:

"ჩემო მეგობრებო, დღეს ბრძოლა გრძელდება! და გამარჯვებამდე 1 კვირა დარჩა! 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს და ქვეყანას უპირისპირდება გარე ძალებისგან მართული უსამშობლო აგენტურა, რომლებიც მხოლოდ საკუთარი პირადი ინტერესების სანაცვლოდ მზად არიან ქვეყანა გახვიონ ცეცხლის ალში და ბომბების წვიმაში, ეს ხალხი, რომელიც დღეს წარმოდგენილია 4 პარტიად, რეალურად ერთი ბოროტი ძალაა, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევა, მათ სურთ სანქციების დაწესება და ახალგაზრდების ომში გაგზავნა, აი ეს ბოროტი ძალა, რომელიც 4 ფრონტად არის წარმოდგენილი, ძველი და ახალი ნაციონალური მოძრაობა და მათი 2 დანამატი, თქვენ იცით კარგად, სააკაშვილის ბიზნეს-რეკეტიორი, სასამართლოს მიერ დადგენილი თაღლითი ხაზარაძე, სამშობლოს და ჩვენი გუნდის მოღალატე გახარია. დღეს პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტად, ვინც, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარება ხელისუფლებაში დაბრუნებაში ესენია სწორედ ხაზარაძის და გახარიას პარტიები. სწორედ ფარისეველი ხაზარაძის და გახარიას პარტიები ცდილობენ ბარიერი გადალახვას იმისთვის, რომ შემდეგ ნაცებთან შევიდნენ კოალიციაში.

შესაბამისად, ამიტომაც, ხსენებული პარტიებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს ავტომატურად „ნაციონალური მოძრაობისთვის“  ხმის მიცემას, რადგან ესენიც შეუქმნიან კოალიციას ისევ სააკაშვილს და ისევ მათ სისხლიან რეჟიმს,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები