21 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაშის ხმა სხვადასხვა ოლქში, მათ შორის კიევში ისმოდა

ომი გრძელდება უკრაინაში - საჰაერო განგაში მრავალ ოლქში, მათ შორის კიევში "შაჰედის" დრონების გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია დედაქალაქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ქალაქი კრივოი-როგი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაშავდა 3 ადამიანი.

დაიბომბა ხარკოვის ოლქი, შედეგად სოფელში 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ქალაქ ხარკოვზე იერიშის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც, არის მსხვერპლი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 167 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა, თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 51 იერიში კურახოვეს მიმართულებით მოიგერიეს.

დღის ამბები