22 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა - მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა

ცნობილ ბრიტანელ ტელეწამყვანს, ჯერემი კლარკსონს გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

64 წლის კლარკსონის თქმით, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, გულ-მკერდის არეში "შეჭიმვის“ და "ჩხვლეტის“ სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

კლარკსონი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს, სადაც მას სტენტი ჩაუყენეს, რომელიც შევიწროებულ ან დაბლოკილ არტერიებს ხსნის.

"გულის შეტევა ნამდვილად არ მქონია. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს გამიშვებდნენ საავადმყოფოში, ”- განაცხადა ტელეწამყვანმა.

დღის ამბები