22 ოქტომბერი 2024,   03:21
ვრცლად
არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრა გაიმართება

 

როგორც ცნობილი გახდა, არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ, მას ამერიკის ელჩთან ჰქონდა კომუნიკაცია და შეხვედრა მოითხოვა. მისი თქმით, შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართება.

"როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“- აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ.

დღის ამბები