22 ოქტომბერი 2024,   04:05
ვრცლად
"ნაცებისგან ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ ახლა სტარტს აღებინებენ ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას" - მამუკა მდინარაძე

"ჯენზი თაობის წარმომადგენლის, ნაცებისგან ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ ახლა სტარტს აღებინებენ ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ “ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე

"ჯენზი თაობის წარმომადგენლის, ნაცებისგან ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ, ახლა სტარტს ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას აღებინებენ. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების” კლიპში მიიღეს მონაწილეობა.

სადაც უნდათ, იქ მიიღებენ მონაწილეობას და არავის კითხავენ. ამავე დროს, კიდევ მრავალჯერ ასახელებენ თავის სამშობლოს და კიდევ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი გმირული თავდადებით და ბრძოლის ჟინით!

მართლა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში გოიმების მიერ ტრენდის შექმნის ილუზიები და ფაშისტური ბულინგის კამპანიები! ჩვენი გასაკეთებელია, ქართველ ხალხთან ერთად!

ისე რა გადამწარდნენ… ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს,"- წერს მამუკა მდინარაძე. 

დღის ამბები