22 ოქტომბერი 2024,   03:15
ვრცლად
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, თბილისში "ევრობასკეტი 2025"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს

24 ნოემბერს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, თბილისში "ევრობასკეტი 2025"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალ, 12 საათიდან, პლატფორმა "ბილეთები-ჯიზე" დაიწყება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ორი წაგებით, შესარჩევი ჯგუფის ბოლო ადგილზეა.

ჯგუფებიდან მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო გუნდი გადის რაც იმას ნიშნავს, რომ დარჩენილ შეხვედრებში ქართველ კალათბურთელებს გამარჯვება სჭირდებათ. 

დღის ამბები