22 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
"როდესაც ასეთი ზეწოლაა ჩვენზე და ამდენ უსამართლობას ხედავს ჩვენი მოსახლეობა, მაინც 80%-ზე მეტს სურს, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ" - ლევან მაჭავარიანი

"მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას მხარს უჭერენ, მოსახლეობის ნახევარს არ სურს, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში, ჩვენ როდესაც გვირტყამენ ასე პირდაპირი მნიშვნელობით და ასეთი ზეწოლაა ჩვენზე და ამდენ უსამართლობას ხედავს ჩვენი მოსახლეობა, მაინც 80%-ზე მეტს სურს, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ", - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმს აფასებს. 

როგორც "დღის კურიერის" ეთერში, ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, ორმაგ სტანდარტებს და უსამართლობას, რომელიც საქართველოს მიმართ მოდის, პასუხი უნდა გაეცეს. 

"მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრი ქვეყანაა, მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც აიკრძალა ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური მედიასაშუალება, ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტია და არის კორუფციის ისეთი მასშტაბები, რომ საჯარო ინფორმაციაა და რეიტინგებს შეხედონ, რამხელა განსხვავებაა ჩვენსა და მოლდოვას შორის. როდესაც ჩვენს მიმართ მოდის ასეთი ბრალდებები, ჩვენ ვალდებულები ვართ, პასუხი გავცეთ სადაც ორმაგ სტანდარტს და უსამართლობას ვხედავთ. მოლდოვაში ამ ყველაფერმა აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვას მხარს უჭერენ, მოსახლეობის ნახევარს არ სურს, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში.

ჩვენ როდესაც გვირტყამენ ასე პირდაპირი მნიშვნელობით და ასეთი ზეწოლაა ჩვენზე და ამდენ უსამართლობას ხედავს ჩვენი მოსახლეობა, მაინც 80%-ზე მეტს სურს, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ცოტა სიფრთხილისკენ მოვუწოდებ გარე აქტორებს, რომ ჩვენს მოსახლეობაში ნიჰილიზმი არ დაითესოს ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოსახლეობის თვალში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, ვინც, რა თქმა უნდა, ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორები იქნებიან და ეს გაუგებრობა სულ მცირე ხანში ამოიწურება, ნიჰილიზმი არ დაითესოს ჩვენს საზოგადოებაში და ნეგატიური აღქმები და განცდები არ გაუჩნდეთ არც ამერიკასთან და არც ევროპასთან დაკავშირებით," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

 

 

დღის ამბები