22 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორი ცირა კვარაცხელია ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორი ცირა კვარაცხელია ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

ცირა კვარაცხელიას განცხადებით, მას შემდეგ რაც პირადობის ჩამორთმევის ფაქტების შესახებ გაიგო ნაციონალურ მოძრაობას განუდგა, რაც არ აპატიეს და მის წინააღმდეგ იგივე თემების დაბრალება დაიწყეს.

ცირა კვარაცხელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის ენმ-ის წევრებს პოლიციაში უჩივის და კონკრეტულ პირებს ასახელებს - ესენი არიან მურმან ჯალაღონია, ილია ჯალაღონია, გაგა ჯალაღონია, ბაჩუკი ივარდავა, დავით ვეკუა - სახელდება პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანა წითლიძეც. ამ ადამიანების შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე გასულ კვირას ისაუბრა ოცნების ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამაც.

დღის ამბები