22 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
დონალდ ტრამპმა, წინასაარჩევნო გამოკითხვაში ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს პირველად გაასწრო - The Hill

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო გამოკითხვაში პირველად გაასწრო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ამის შესახებ The Hill წერს.

გამოკითხვის მიხედვით, ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების 52%-იანი შანსი აქვს, ჰარისს კი 48%.

გამოცემის ცნობით, აგვისტოს ბოლოდან ჰარისის გამარჯვების შანსი დაახლოებით 54-56%-ს შეადგენდა, ხოლო ტრამპის – 44-46%-ს. ოქტომბრის დასაწყისში სხვაობა შემცირდა – 17 ოქტომბერს ორივე კანდიდატს დაახლოებით თანაბარი შანსები ჰქონდა, ხოლო 20 ოქტომბერს უპირატესობა ყოფილმა პრეზიდენტმა მოიპოვა.

როგორც გამოცემა წერს, ტრამპის სასარგებლოდ ცვლილება დაკავშირებულია მისი მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან ვისკონსინისა და მიჩიგანის შტატებში. ასევე დონალდ ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს არიზონას, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინის შტატებში. 

დღის ამბები