22 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
დავით ჩიხელიძე "ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის ბრალდებებზე: ბინძური კამპანია, თითქოს "ოცნება" მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევდა, ტყუილი აღმოჩნდა

"ნაციონალური მოძრაობის" ბინძური კამპანია, თითქოს ოცნება მოქალაქეები პირადობის მოწმობებს ართმევდა ტყუილი აღმოჩნდა, სამაგიეროდ დამტკიცდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ამომრჩეველზე ზეწოლას, მათთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას და მოსყიდვას ახორციელებენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია! - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რითაც ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის მიერ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ამომრჩეველთა მოსყიდვასა და პირადობების ჩამორთმევასთან დაკავშირებით.

ჩიხელიძე მიმართავს სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, არასამთავრობოების წარმომადგენლებს, ოპოზიციურ მედიასაშუალებებს და სალომე ზურაბიშვილს, აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მოახდინონ. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებს.

"სად ხართ? "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "სამართლიანი არჩევნები (ISFED)", ნინო ლომჯარია, ნინო დოლიძე, ტელეკომპანია პირველი, მთავარი არხი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", სალომე ზურაბიშვილი, გიორგი სიორიძე.
ანი წითლიძე რას ამბობს?

"ნაციონალური მოძრაობის" ბინძური კამპანია, თითქოს ოცნება მოქალაქეები პირადობის მოწმობებს ართმევდა ტყუილი აღმოჩნდა, სამაგიეროდ დამტკიცდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ამომრჩეველზე ზეწოლას, მათთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას და მოსყიდვას ახორციელებენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია!
ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის ყოფილი კოორდინატორის, ცირა კვარაცხელიას განცხადება გამოძიების დაწყებისთვის საკმარისი საფუძველია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებს!" - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები