22 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
აკაკი ალადაშვილი: საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ყაზბეგის N17-19-ისა და იოსებიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დელეგატმა ქვეყანაში მშვიდობის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მოსახლეობა გაეცნო „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებს.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის, შემდეგ „ქართულმა ოცნების" ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის განვითარებისათვის და წინსვლისთვის. ჩვენი, მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა და დავიბრუნოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა,“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.

მისივე თქმით, მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თითოეულ მოქალაქის სათქმელს მიიტანს საკანონმდებლო ორგანოში.

ასევე, დელეგატი აღნიშნავს, რომ საბურთალოს რაიონის მოსახლეობა ყოველდღიური შეხვედრებისას, მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ.

დღის ამბები