22 ოქტომბერი 2024,   03:50
ვრცლად
ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები, ლიამ პეინის ტრაგიკულ გარდაცვალებას ნათელს ჰფენს - მის ორგანიზმში არაერთი ნარკოტიკი აღმოაჩინეს

ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები, ლიამ პეინის ტრაგიკულ გარდაცვალებას ნათელს ჰფენს.

ნაწილობრივი გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ One Direction-ის ყოფილ მომღერალს, რომელიც 31 წლის ასაკში, სასტუმროს ნომრის მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა, გარდაცვალების დროს, არაერთი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

მომღერლის ორგანიზმში აღმოჩენილ ნივთიერებებს შორის იყო “ვარდისფერი კოკაინი“ - რეკრეაციული ნარკოტიკი, რომელიც, როგორც წესი, რამდენიმე ნარკოტიკის ნაზავია, მათ შორის, მეტამფეტამინის, კეტამინის, MDMA-ს და სხვა. ასევე, ორგანიზმში კოკაინი, ბენზოდიაზეპინი და კრეკი აღმოაჩინეს.

abcnews-ის ინფორმაციით, სასტუმროს ნომერში იმპროვიზირებული ალუმინის მილიც აღმოაჩინეს, რომელსაც მომღერალი, სავარაუდოდ, ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების შესაყვანად იყენებდა.

მედიის ხნობით, მომღერლის ცხედარი ექსპერტიზის დასრულებამდე არგენტინაში დარჩება.

ცნობისთვის, 31 წლის One Direction-ის ყოფილ მომღერალი ლიამ პეინი ბუენოს-აირესში, 16 ოქტომბერს, სასტუმროს ნომრის მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა.

დღის ამბები