22 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ისანში მამაკაცი მოკლეს - სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა

ისანში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს. როგორც "რუსთავი 2-ს" შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები