24 ოქტომბერი 2024,   13:27
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო

უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო. დაფიქსირდა სამხრეთიდან ოდესის მიმართულებით რაკეტების გაშვებაც. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სოფელი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი.
დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 132 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინული საინფორმაციო წყაროების ცნობით, რუსულმა ძალებმა რამდენიმე ლოკაციაზე პოზიციები გაიუმჯობესეს. მედიის მონაცემებით, ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით წინ წაიწიეს.

NATO-მ დაადასტურა ჩრდილოეთ კორეის ჯარების არსებობა რუსეთში, ამის შესახებ ალიანსის სპიკერმა მედიასთან კომენტარის დროს განაცხადა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის მხარდაჭერას, "დიდი შვიდეული" უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს გადასცემს. აქედან აშშ-ს წვლილი 20 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ სესხის დაფარვა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული პროცენტული სარგებლით მოხდება.

დღის ამბები