24 ოქტომბერი 2024,   13:23
ვრცლად
ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში "ცახალის" ოპერაციას 20 დღის განმავლობაში 770 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში "ცახალის" ოპერაციას, 20 დღის განმავლობაში 770 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ათასამდე მოქალაქე.

პარალელურად ისრაელის ოპერაცია გრძელდება ლიბანში - გასულ ღამეს შეტევა განხორციელდა ბეირუთის სამხრეთით მდებარე რაიონებზე.

შედეგად ჩამოიშალა ექვსი შენობა, ამ დროისთვის ერთი დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, დაჭრილია 5. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ლიბანში სამიზნე ტერორისტული ორგანიზაცია "ჰესბოლას" ინფრასტრუქტურა იყო.


დღის ამბები