25 ოქტომბერი 2024,   23:33
ვრცლად
შეიტანა თუ არა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილმა დაანონსებული სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში - დამადასტურებელი დოკუმენტები ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის

 

შეიტანა თუ არა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ნაწილმა დაანონსებული სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ 16 მედია ორგანიზაციას, 120 ენჯეოს და 4 ფიზიკური პირს უნდა მიემართა. სარჩელის ერთ-ერთი ავტორი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ირწმუნება, რომ სტრასბურგში სარჩელი ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს გაიგზავნა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.

"კურიერმა" დღეს დოკუმენტის ასლიც მოითხოვა, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თქვეს, რომ მათი სამუშაო საათები უკვე დასრულებულია.

"საჩივარი გაგზავნილია იმ დღეს, როდესაც ჩვენ ამის თაობაზე პრესკონფერენცია გავგზავნეთ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე უკვე ჩასულია. ამას პროცედურები ჩასულია, საქმე განხილვის პროცესშია,"- აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ გამჭვირვალობის კანონის გასაჩივრების დაანონსება მესამე სექტორს პოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდებოდა, რადგან ამ დრომდე არც მოპასუხე მხარეს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს რაიმე ინფორმაცია.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები