27 ოქტომბერი 2024,   19:18
ვრცლად
საერთაშორისო დამკვირვებელი რიჩარდ ჰენრიკ ჰარჩენცკი: "მინდა, მოგილოცოთ - გუშინ ჩატარებული არჩევნები ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო"

საერთაშორისო დამკვირვებლის, რიჩარდ ჰენრიკ ჰარჩენცკის განცხადებით, გუშინ ჩატარებული არჩევნები ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან პოლიტიკური პარტიების განსხვავებების მიუხედავად, თითქმის ყველა პარტია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოლიტიკურ ნებაზე საუბრობს.

მისი განმარტებით, საარჩევნო პროცესი მშვიდი და, საერთო ჯამში, სამართლიანი იყო.

"პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ - გუშინ ჩატარებული არჩევნები ევროპული პოლიტიკური ოჯახისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო, ვინაიდან პოლიტიკური პარტიების განსხვავებების მიუხედავად, თითქმის ყველა პარტია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოლიტიკურ ნებაზე საუბრობს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, საარჩევნო პროცესი იყო მშვიდი და საერთო ჯამში სამართლიანი. საარჩევნო უბნებზე ძალიან ბევრ ამომრჩეველს დავაკვირდი. რაც შეეხება აქტივობას, თუ გუშინდელ საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა აქტივობას ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მათ უსწრებს”, - განაცხადა რიჩარდ ჰენრიკ ჰარჩენცკიმ.

დღის ამბები