28 ოქტომბერი 2024,   12:26
ვრცლად
ნანა კაკაბაძე: "ISFED-ი იძულებული იყო ეთქვა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ნამდვილად დაემთხვა რეალურს. ამ ჭეშმარიტების აღიარებით "არასამთავრობო“ ორგანიზაციამ ნებსით თუ უნებლიედ, გაშიფრა ოპოზიციის ეგზიტპოლების სიყალბე"

"სამართლიანი არჩევნებმა“ (ISFED) განაცხადეს, რომ პარალელური დათვლის შედეგების ცესკოს მონაცემებთან ზუსტად დამთხვევის დეტალურ სურათს არ გამოაქვეყნებდა (რათა ეს სიზუსტე ხელისუფლებას არ გამოეყენებინა). ISFED-ი იძულებული იყო ეთქვა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ნამდვილად დაემთხვა რეალურს, რადგან ტყუილის შემთხვევაში მისგან მოითხოვდნენ კონკრეტული ფაქტებს, რასაც ისინი ვერ წარმოადგენდნენ. ამიტომ ამ ჭეშმარიტების აღიარებით ამ „არასამთავრობო“ ორგანიზაციამ ნებსით თუ უნებლიედ, გაშიფრა ოპოზიციის ეგზიტპოლების სიყალბე, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ოპოზიციამ გაყალბებული შედეგები გამოქვეყნა იმისთვის, რომ მერე მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება თვითონ მიითვისა. მისივე თქმით, ამას უნდა აღეშფოთებინა ოპოზიციის ამომრჩეველი და დაეწყოთ რევოლუციისთვის მომზადება, რაც სახელმწიფო გადატრიალებით და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობით უნდა დასრულებულიყო.

"სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) ამხილა ოპოზიციის ეგზიტპოლების სიყალბე
"სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადება:"ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს“.
ეს განცხადება ყველაფერს ნათელს ჰფენს და ამხელს ოპოზიციის რევოლუციურ სცენარებს.
კერძოდ, ყველასათვის ნათელი ხდება, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ მიერ შეკვეთილი და არჩევნების დამთავრებისთანავე გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგები, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში მხოლოდ 41-42% მიიღო, ხოლო ოპოზიციამ ჯამურად - 50%-ზე მეტი. ოპოზიცია კი აპელირებდა სწორედ იმ ფაქტზე, რომ ამ ორი "დამოუკიდებელი" კვლევის შედეგები ასეთი მაღალი სიზუსტით დაემთხვა ერთმანეთს და ამ ფაქტს იშველიებდა, რომ არავის შეპარვოდა ეჭვი მათ ჭეშმარიტებაში.
ელემენტარულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია: თუ ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აღიარებს, რომ ცესკოს მიერ დათვლილი არჩევნებში მონაწილეთა და პარტიებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა სრულად შეესაბამება რეალობას, ანუ არის აბსოლუტურად ზუსტი, მაშინ აშკარაა, რომ ზემოხსენებული ორი ეგზიტპოლის მონაცემები არის შეგნებულად გაყალბებული, რადგან საარჩევნო უბნებიდან გამოსული მოქალაქეები ზუსტად დაუსახელებდნენ გამომკითხველებს, თუ ვის მისცეს ხმა (გამოკითხვის ანონიმურობის გამო არავის ექნებოდა მოტყუების საფუძველი). ესეც მოხდა "გორბის" ეგზიტპოლის შემთხვევაში. მეტიც, ის, რომ ახლა ცესკოს და ISFED-ის მონაცემები 30%-ით (!) არის აცდენილი რეალურს, უტყუარად ადასტურებს, რომ ორივე ეგზიტპოლის შემკვეთი და შემსრულებელი ორგანიზაციების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი და კარგად კოორდინირებული ეგზიტპოლის შედეგები, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ ჰქონია.
მაშ რისთვის დასჭირდათ ეგზიტპოლების ჩამტარებლებს და მათ დამკვეთებს 12-13%-ით გაყალბებული შედეგების გამოქვეყნება და არჩევნების დამთავრებისთანავე ყველას მოტყუება, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: იმისთვის, რომ მერე მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ, თითქოს ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ოპოზიციის მიერ არჩევნების მოგება თვითონ მიითვისა!

ამას უნდა აღეშფოთებინა ოპოზიციის ამომრჩეველი და დაეწყოთ რევოლუციისთვის მომზადება, რაც სახელმწიფო გადატრიალებით და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობით უნდა დასრულებულიყო.

სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 ოქტომბერს დანიშნული საპროტესტო აქცია სწორედ ამ გეგმის ნაწილია, ოღონდ ოპოზიცია ვერ ხვდება, რომ მათივე „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ არის გაშიფრული ეს გეგმა, როდესაც ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ მათ მიერ „ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს“, რაც მხოლოდ იმისი ნათელი აღიარებაა, რომ ოპო-ტელევიზიების შეკვეთით Harris X-ის და Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ყალბია.

„სამართლიანი არჩევნებმა“ (ISFED) განაცხადეს, რომ პარალელური დათვლის შედეგების ცესკოს მონაცემებთან ზუსტად დამთხვევის დეტალურ სურათს არ გამოაქვეყნებდა (რათა ეს სიზუსტე ხელისუფლებას არ გამოეყენებინა). ISFED-ი იძულებული იყო ეთქვა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ნამდვილად დაემთხვა რეალურს, რადგან ტყუილის შემთხვევაში მისგან მოითხოვდნენ კონკრეტული ფაქტებს, რასაც ისინი ვერ წარმოადგენდნენ. ამიტომ ამ ჭეშმარიტების აღიარებით ამ „არასამთავრობო“ ორგანიზაციამ ნებსით თუ უნებლიედ, გაშიფრა ოპოზიციის ეგზიტპოლების სიყალბე“, - წერს ნანა კაკაბაძე.

დღის ამბები