28 ოქტომბერი 2024,   14:28
ვრცლად
აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება - ირაკლი კობახიძე

"აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები - აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება," - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანაკლიაში უკვე დაიწყო ახალი პორტის მშენებლობა.

"აღსანიშნავია ანაკლიის პროექტი, რომლის მშენებლობაც უკვე დაწყებულია და შედეგები გვექნება მაქსიმუმ 2029 წლისთვის, თუმცა იმედია, 1 წლით ადრე მოხდება პირველი გემების მიღება. ანაკლიაში გვაქვს ახალი სტადიონის პროექტი", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები