30 ოქტომბერი 2024,   15:33
ვრცლად
"ISFED-მა საზოგადოებას მიუგდო განცხადება, სადაც შუაში, სხვათა შორის, დაწერა, რომ მათი მონაცემები შეესაბამება ცესკო-სას, ანუ აღიარეს არჩევნების შედეგი - არ უნდათ, წარმოადგინონ მტკიცებულება, რომელიც აგენტურული ოპოზიციის გეგმებს შეეწინააღმდეგება" - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ISFED-ის გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის თანახმადაც ორგანიზაციამ ხმის პარალელური დათვლის შედეგების გასაჯაროებაზე უარი თქვა. როგორც მან თქვა, ორგანიზაციამ უკვე მეორედ გააკეთა ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. მამუკა მდინარაძე ასევე იხსენებს 2020 წლის არჩევნებზე მომხდარ შემთხვევასაც.

"ISFED-ის ანგარიში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 4 დღეა უკვე არჩევნების დასრულებიდან გასული, დღემდე არ გამოქვეყნებულა. დღემდე არ ვიცით, დეტალურად, რა ჩაწერა "სამართლიანმა არჩევნებმა" თავის დასკვნაში. მათ ქართულ საზოგადოებას მიუგდეს ერთი განცხადება, სადაც შუაში, სხვათა შორის, დაწერეს, რომ მათი მონაცემები და ამ მონაცემების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მონაცემებს, ანუ აღიარეს არჩევნების შედეგი, თუმცა იქ არის უამრავი დეტალი, რომელიც ძალიან საინტერესოა. ISFED არ ჩქარობს და მეტიც, როგორც ისინი აცხადებენ, არც აპირებს ამ მონაცემების გამოქვეყნებას. უკვე მეორედ გააკეთეს ისეთი რამ, რაც მსოფლიო ისტორიას არც საარჩევნოს და არც არასაარჩევნოს არ ახსოვს. წინა საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, მათ გააყალბეს პარალელური ხმის დათვლის მონაცემები. ახლა, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ისინი საერთოდ უარს ამბობენ მონაცემების გამოქვეყნებაზე... იქ არის უამრავი დეტალი, მათი დაკვირვების შედეგი. უბრალოდ, მათ არ უნდათ, მტკიცებულება წარმოადგინონ, რომელიც აგენტურული ოპოზიციის გეგმებს შეეწინააღმდეგება," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

დღის ამბები