"დღეს ამ ერთობით ჩვენ შევძელით და თქვენთან ერთად ექსპლუატაციაში შევიყვანეთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სადგური - ხობის ჰიდროელექტროსადგური. როგორც აღნიშნეს ბატონმა ლევანმა და ბატონმა პრემიერმა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტროსადგური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში," - ეს განცხადება "ხობი 2 ჰესის" დამფუძნებელმა, ლაშა იორდანიშვილმა ჰიდროელექტროსადგურის გახსნაზე გააკეთა.
მისივე თქმით, "ხობი 2 ჰესის" სიმძლავრე არის 45 მეგავატამდე და ეს დიდი გამარჯვებაა არამხოლოდ დარგის, არამედ მთელი ქვეყნის.
"ხობი 2 ჰესი" წარმოადგენს ურთულესი ნაგებობების ერთობლიობას, თითოეული მათგანი კი იყო უდიდესი გამარჯვება ჩვენი ქართული ინჟინერიის და ქართული მშენებლობის, რომელსაც ძალიან წარმატებით გავართვით თავი," - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.