შვეიცარიული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია, საქართველოს ურთიერთობაზე დასავლეთთან.
ავტორი წერს, რომ “საქართველოს სჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი, თუმცა დასავლეთსაც ჭირდება საქართველო, მისი პოტენციალი, გეოგრაფიული მდებარეობა, და რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები“.
“საქართველო ელოდება დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვას. ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ურთიერთობები გაყინეს, მას შემდეგ რაც საქართველომ მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც რუსული კანონის ანალოგად შეირაცხა. მე ვსვამ კითხვას - ნუთუ ყველას ვინც ამას აცხადებს კანონი წაკითხული აქვს დარწმუნებული ვარ არა. არასამთავრობოებს პრობლემა აქვთ გამოქვეყნებასთან, თუ აპროტესტებენ, იმიტომ რომ არ უნდათ გამჭვირვალობა? პოლიტიკა ცინიკურია, საქართველოს ჭირდება დასავლეთი, როგორც გზამკვლევი.
ეს არის მასშტაბი განვითარების, რეფორმების, ტრანსფორმაციის, დემოკრატიის, თუმცა ნამდვილის და არა გაყალბებულის. თუმცა დასავლეთსაც ჭირდება საქართველო, ახალგაზრდა კავკასიური დემოკრატია, რომელმაც 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრი კონფლიქტი და ეკონომიკური პრობლემები გადაიტანა. ევროპას ჭირდება მისი პოტენციალი, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც მზად არიან იყვნენ პარტნიორები, პარტნიორები და არა ბრძანებების ბრმა შემსრულებლები“, - აღნიშნულია სტატიაში.