უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო განგაში ქვეყნის ჩრდილოეთით რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქში "შაჰედის" ტიპის დრონების გაშვების გამო ჩაირთო. გავრცელდა ინფორმაცია კიევში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ, აფეთქებები იყო ხარკოვში, არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე სულ 226 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში წინ წაიწიეს და სოფელი სტეპანივკა დაიკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ 10 000 ჩრიდლოეთ კორეელი ჯარისკაცი რუსეთის კურსკის ოლქში იმყოფება.
სლოვაკეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ბრძოლის მსურველი მოქალაქეების ყველა მოთხოვნა უარყო, რომლებსაც სურდათ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, უკრაინამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს მსოფლიო ბანკთან, რომლის შედეგადაც კიევი 600-ს მილიონ დოლარს მიღებს.
გერმანია უკრაინას ზამთარში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის 200 მილიონი ევროთი უზრუნველყოფს, ავსტრალია კი კიევს 14 სამხედრო ნავს მიაწვდის.