08 დეკემბერი 2024,   03:52
ვრცლად
"მოდი ვთქვათ, რომ ეს პოსტი იყო გერმანიის გაერთიანებაზე, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ყველაფერს აქვს ადგილი და შემთხვევით ფოთოლი არ ვარდება ხიდან" - ნიკა გვარამია

"თავისუფლება თავისთავად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ" - საქართველოში გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს. მათივე განცხადებით, "მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს".

გერმანიის საელჩოს განცხადებაზე უკვე გაკეთდა შეფასებები ოპოზიციაშიც.

"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შემთხვევით ხიდან ფოთოლიც არ ვარდება. 

"მოდი ვთქვათ, რომ ეს პოსტი იყო გერმანიის გაერთიანებაზე და ბერლინის კედლის დამხობაზე, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ყველაფერს აქვს ადგილი და შემთხვევით ფოთოლი არ ვარდება ხიდან", - აცხადებს გვარამია.

დღის ამბები