ჯოზეფ ბორელი უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის სოფელ იაგოდნოეში ჩავიდა. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც რუს ოკუპანტებს პატარა სარდაფში 370-მდე ადამიანი ერთ თვეზე მეტხანს ჰყავდათ დატყვევებული.
"მათი განსაცდელი ევროპის ისტორიის ყველაზე ბნელ დღეებში გვაბრუნებს. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, თუ როგორ გამოიყურება რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრება ჩვეულებრივი უკრაინელებისთვის", - განაცხადა მედიასთან ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის პირველი დიპლომატი უკრაინაში შაბათს ჩავიდა. რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში მისი მეხუთე ვიზიტია.