ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის იერიშები გრძელდება - გუშინ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით 80-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ქალაქ ჰაიფაში საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა. ხანძარი გაჩნდა კირიატ ატა-ს გარეუბანში, არიან დაშავებულები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ისრაელის განცხადებით, მათი მიმართულებით გუშინ ლიბანიდან დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვეს.
პარალელურად ღაზის სექტორში ისრაელის დრონით იერიშს ღაზის სექტორში ალ-მალავის ეგრეთ წოდებულ "უსაფრთხო ზონაზე" 10 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ანკლავის ცენტრალურ ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკში ისრაელის ტანკების შესვლის პარალელურად საჰაერო თავდასხმებს ემსხვერპლა 20 ადამიანი.
ლიბანის ჯანდაცვის სამინსიტრო ცნობით კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში უკვე 3243-ს მიაღწია.